ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მინდა მანჩესტერში დიდხანს დავრჩე”

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მინდა მანჩესტერში დიდხანს დავრჩე”მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდთან ერთად ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. ამ შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ უკვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ რომ სოლსკიაერს შესაძლოა რამდენიმეწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ. თვითონ ნორვეგიელმა განაცხადა რომ ის არ არის წინააღმდეგი რომ მანჩესტერში დიდხანს დარჩეს:

”ამ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და აქედან წასვლა ნამდვილად არ მინდა. ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი მუშაობის მეტი არაფერი დაგვრჩენია”–განაცხადა სოლსკიაერმა.