“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ავარიაში გორთან ცოლ-ქმარი დაიღუპა

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარიაში გორთან ცოლ-ქმარი დაიღუპაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და 1991 წელს დაბადებული მარიამ პონომარენკო.

“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნიუპოსტი