პეტერ ჩეხი კარიერას ასრულებს

პეტერ ჩეხი კარიერას ასრულებსლონდონის არსენალის მეკარემ პეტერ ჩეხმა განაცხადა რომ სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს. ჩეხის თქმით, მან უკვე ყველაფერს მიაღწია კარიერაში და გაგრძელების სურვილი აღარ აქვს:

”ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ უკვე საკმარისი ვნახე და დროა რომ დავასრულო. წლევანდელ სეზონში ყველაფერს გავაკეთებ, რომ არსენალს დავეხმარო, შემდეგ კი უკვე ფეხბურთიდან წავალ”–განაცხადა ჩეხმა.

პეტერ ჩეხმა სახელი ლონდონის ჩელსიში თამაშით გაითქვა, სადაც 11 წელი დაჰყო ხოლო არსენალში კი ის 2015 წელს გადავიდა.