ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიასთან 2 ბომბი აფეთქდა – დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 42

ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიასთან 2 ბომბი აფეთქდა - დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 42ფილიპინებზე, ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან ორი ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი და დაშავდა 42. აფეთქება ფილიპინების სამხრეთით მდებარე კუნძულ ხოლოზე მოხდა.

პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 08:45 სთ.-ზე მოხდა, როდესაც საკვირაო მესა მიმდინარეობდა.

ტერაქტის ადგილზე პოლიცია და სამხედროები მოვიდნენ, რა დროსაც ეკლესიის მახლობლად მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. ტერქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

კუნძულზე, სადაც აფეთქება მოხდა, მუსლიმი ამბოხებულები პერიოდულად თავდასხმებს აწყობენ.

ნიუპოსტი