ქარბუქი ვაშინგტონში – დაღუპულია 7 ადამიანი

ქარბუქი ვაშინგტონში - დაღუპულია 7 ადამიანიუჩვეულო დიდთოვლობაა ვაშინგტონში. შეერთებული შტატები დედაქალაქს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს. თოვლის საფარის სიმაღლემ უკვე 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.

ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონსა და მის შემოგარენში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

რეგიონში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ყინვის გამო, გზებზე შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება კოლუმბიისა და მერილენდის შტატების ხელისუფლებამაც გაავრცელა.

რუსთავი 2