ქუთაისში მანქანამ 53 წლის კაცი გაიტანა და მოკლა – მძღოლი მიიმალა

ქუთაისში მანქანამ 53 წლის კაცი გაიტანა და მოკლა - მძღოლი მიიმალაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს – 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაეჯახა მას მანქანა.

შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მძღოლი მიიმალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2