ქუთაისში წერეთელზე ხანძარში 50 წლის მამაკაცი დაიწვა

ქუთაისში წერეთელზე ხანძარში 50 წლის მამაკაცი დაიწვაქუთაისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ხანძარი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მუშაობდნენ.