ბაღდათი-ქუთაისის გზაზე, ვარციხეს დასახლებაში ავტომანქანა ცხენს დაეჯახა.
შეჯახებამ გზაზე მოძრავი ოთხი ავტომანქანაც დააზიანა. შეჯახების შედეგად ცხენი მოკვდა. ავტომაქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შსს–ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო.
ცხენის პატრონი კი, იმის გამო, რომ ცხოველი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, დაჯარმდება.
ნიუპოსტი

