რას აპირებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელ ონიანი და რა ემუქრება კახა ფარფალიას

რას აპირებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელ ონიანი და რა ემუქრება კახა ფარფალიასკრიმინალურმა სამყარომ შესაძლოა კიდევ ერთი გავლენიანი ქურდი დაკარგოს.

კახა ფარფალიას გარდაცვალება არ ემუქრება, ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაგრამ მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დაკავებულია და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

„ფარფალიას ადვოკატმა სასამართლოს, პრაქტიკულად, უპრეცედენტო თანხა შესთავაზა მისი კლიენტის გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ. უპრეცედენტო კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ჯერ მილიონი დოლარი შეაძლიეს, შემდეგ კი ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოს თავად შეუძლია დაასახელოს თანხა, რომელსაც ფარფალიას მხარე გადაიხდის. საბოლოო ჯამში, მოსამსართლემ ფარფალიას გაშვება გამორიცხა და ეს იმით დაასაბუთა, რომ დაკავებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს, რაც ძალიან ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ფარფალია გამოძიებას დაემალება“ – იუწყება რუსული მედია.

ფარფალიას არყოფნაში და იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა ლიდერი დაკავებულია, მადირ სალიფოვი კი ცდილობს, კვლავ ციხეში ამოყოს თავი, კრიმინალური სამყარო მეთაურის გარეშეა დარჩენილი და სრული ქაოსია.

ახლა ყველა უდიდესი ინტერესით ელის ზაფხულის დადგომას, როცა ციხიდან ტარიელ ონიანი თავისუფლდება, კაცი, რომელმაც 9-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და მისი მომხრეები უკვე ღიად ამბობენ, რომ ტარო სათავეში დაბრუნებისთვის ემზადება.

რუსეთის ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და მოსალოდნელი დაპირისპირება, პრაქტიკულად გაანეიტრალა – ციხიდან გათავისუფლებულ ონიანს სულ რაღაც 24 საათი ექნება იმისთვის, რომ რუსეთის ტერიტორია დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ექსტრადირებას სამართალდამცავები მოახდენენ. შესაბამისად, ონიანისთვის ადგილსამყოფელს ესპანეთში ამზადებენ, ქვეყანაში, რომელიც მისთვის უცხო არ არის და სადაც თავის დროზე საკმარისი გავლენა ჰქონდა.

რუსულ კრიმინლურ სამყაროში არსებულმა არეულობამ ევროპაზე იმოქმედა. გასულ წელს ჩატარებული არაერთი სპეცოპერაციის შემდეგ, ევროპაში გავლენიანი კრიმინალი თავისუფლებაზე პრაქტიკულად აღარ დარჩა და კრიმინალური სინდიკატებიც აღარ მოქმედებს. ლოგიკურია, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს, კვლავ შეუშვას მის ქვეყანაში ადამიანი, ვინც კრიმინალის ორგანიზებას მოახერხებს და კვლავ დანაშაულებრივ სინდიკატს შექმნის.

ევროპელი სამართალდამცავების დარად, არც ქართული მხარე მალავს, რომ უცხოეთიდან მომართვები შემცირდა და ქართველების მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც იკლო. სამაგირეროდ, საქართველოში მოიმატა დანაშაულმა და შსს-ც აღიარებენ, რომ ბოლო დროს ავტომობილების გაძარცვის ფაქტები გახშირდა. მოიმატა ძალადობრივმა დანაშაულმაც.

მოკლედ, როგორც კრიმინალური სამყარო, ისე სამართალდამცავები ზაფხულს ელოდებიან.

ონიანის გარდა, ციხიდან კიდევ ერთი ავტორიტეტი, ახმედ დომბაევი თავისუფლდება. ჩეჩენი ქურდი ღიად აცხადებს, რომ გამოსვლისთანავე გავლენის დაბრუნება ბაზრებზე სურს, რაც ოდითგანვე ჩეჩნებს ეკუთვნოდათ, თუმცა დომბაევის დაკავების შემდეგ, ბაზრები გაინაწილეს და ჩეჩნური დაჯგუფეფები იქიდან გაუშვეს.

დღეის მდგომარეობით, ყველა ბაზარს ნადირ სალიფოვის ხალხი აკონტროლებს, მაგრამ…

ნიუპოსტი