რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს

რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავესრიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ფეისბუქში რიგის დუმის ყოფილმა დეპუტატმა რუსლან პანკრატოვმა დაწერა.

მისი თქმით, უშაკოვი დააკავეს კორუფციი წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, კნაბ-ის, თანამშრომლებმა. მიმდინერეობს ჩხრეკა უშაკოვის კაბინეტში და მის საცხოვრებელ სახლში.

პარტია ”სოგლასიეს” ლიდერმა იანის ურბანოვიჩმა სააგენტო ლეტა-ს უთხრა, რომ უშაკოვთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ბოლო ინფორმაციით, ნილ უშაკოვის სამუშაო კაბინეტიდან დოკუმენტების დიდი საქაღალდე გამოიტანეს.