რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენ

რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს აქამდე ეძებენთითქმის 6 საათია, რაც მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის პოვნას 20-მდე მაშველი ცდილობს.

როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე რიონში მიმდინარე სამძებრო  სამაუშაოებში დამატებითი ძალები აჭარიდანაც ჩაერთვნენ.

შეგახსენებეთ, რომ ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან,  მდინარე რიონში  16 წლის ბიჭი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი  მოაჯირზე იყო ასული, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში  ჩავარდა.