ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

