სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“, შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“, შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები“კვირის აქცენტების” პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს, მათ შორის არის “რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდება.

„ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ. ის აპირებს შემდეგ რაღაცებს წელს, ის აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“, შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები. და მთელი აქტივების ხელში ჩაგდებას. ის, რასაც ის აკეთებს ახლა, “თიბისი ბანკს” იგდებს ხელში. მას უნდა იყოს, ერთადერთი მევახშე, მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აქციოს რუსეთად, კრახით დასრულდება, რადგან ის მიიღებს ვენესუელის მსგავს მოვლენებს.

ნიუპოსტი