სამუელ ეტოო: ”ევროპაში შავკანიან მწვრთნელებს არ ენდობიან”

სამუელ ეტოო: ”ევროპაში შავკანიან მწვრთნელებს არ ენდობიან”კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ განაცხადა რომ ის მალე დაასრულებს საფეხბურთო კარიერას და ამის შემდეგ მას მწვრთნელობა სურს. ეტოოს თქმით მას ევროპაში წარმატების მიღწევა გაუჭირდება, რადგან შავკანიან მწვრთნელებს იქ ნაკლებად ენდობიან, მაგრამ ის მაინც აპირებს სამწვრთნელო კარიერის დაწყებას:

”აფრიკაში საკმაოდ ბევრი კარგი სპეციალისტია, მაგრამ ევროპაში მათ არ ენდობიან, რადგან შავკანიანები იქ ისევ მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებიან. მინდა რომ წარმატებული მწვრთნელი ვიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”–განაცხადა ეტოომ.