საზარელი ავარია ქუთაისთან – 3 ახალგაზრდა მერსედესში დაიწვა

საზარელი ავარია ქუთაისთან - 3 ახალგაზრდა მერსედესში დაიწვაავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-წყალტუბის გზაზე, 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მჯდომი სამივე ახალგაზრდა დაიწვა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე 7 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთავი 2