შოვში თოვლის ფესტივალზე 23 წლის ბიჭი დაიკარგა

შოვში თოვლის ფესტივალზე 23 წლის ბიჭი დაიკარგაონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

სამაშველო სამსახური უკვე მესამე დღეა, დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს.

იმედინიუსი