სიღნაღში მანქანა 30 წლის ქალს დაეჯახა

სიღნაღში მანქანა 30 წლის ქალს დაეჯახასიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტომობილი 30 წლის ქალს დაეჯახა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი