ცაიშში მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა – 2 ახალგაზრდა დაიღუპა

ცაიშში მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა - 2 ახალგაზრდა დაიღუპაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ავარია 1 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი