ცოტნე გამსახურდია – “ეს დააკოპირეთ, გააზიარეთ და გადაეცით ბახტაძეს და სხვებს!”

ცოტნე გამსახურდია - "ეს დააკოპირეთ, გააზიარეთ და გადაეცით ბახტაძეს და სხვებს!"რამდენიმე წუთის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“ეს დააკოპირეთ, გააზიარეთ და გადაეცით ბახტაძეს და სხვებს!

Nino Gochiashvili “ბათუმში “ლეო გრანდში” 11 ადამიანი რომ ცოცხლად დაიწვა უსაფრთხოების ნორმების არ ქონის გამო მოიკითხეთ რა განვითარება ჰქონდა? მე დავინტერესდი და გავიგე შემდეგი საოცარი ამბავი – ლეო გრანდს გადაარქვეს
სახელი და დაარქვეს რაღაც სხვა ფრონცკობა – ეს იყო პირველი და მთავარი ნიუსი უსაფრთხოების ნორმების ამბავში.
– დამნაშავე, როგორც წესი, არავინ აღმოჩნდა. არც მფლობელი, არც არქიტექტორ დამგეგმავი, არც მენეჯმენტიდან ვინმე, მხოლოდ დაცვის ორი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში.
ახლა გამოიტანეთ დასკვნები რა მოხდება ამ საშინელი ტრაგედიის და მსხვერპლის შემდეგ? არც არაფერი, სახელმწიფო არაფერს მოიმოქმედებს, დალევს დილით სტაფილოს წვენს და საღამოს ათზე გადაბრუნდება ლოგინში, დღის განმავლობაში კი დატკბება საკუთარი გიენების მარაზმული კინკლაობით ხელისუფლებაში სათქვლეფად ვინ უფრო დიდ ხანს დარჩება.
დამნაშავეები კი მხოლოდ ჩვენ ვართ, ამას რომ ვითმენთ, ვყლაპავთ და პროტესტი არ გვაქვს, მეტის ღირსებიც ვართ და მივიღებთ მეტს 2020 წლის არჩევნებამდე, ხომ მიეცით გადაჭარბებული ნდობა.”