ცოტნე გამსახურდია – “მორჩა, ხვალიდან ჩემი კატა მარხვაზე გადამყავს”

ცოტნე გამსახურდია - "მორჩა, ხვალიდან ჩემი კატა მარხვაზე გადამყავს"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“კავკასიაზე იყო ამ დილით, ასე, ათის ნახევარზე 😄

ვიღაც ლოყებღაჟღაჟა მამაო ჰყავდათ ეთერში. ვიღაც საწყალმა ქალმა დარეკა, 90-იანებში ჩხარტიშვილმა და სიორიძემ რა გვიქნეს, გაგვძარცვესო. ამათ ეგრევე სხვა თემაზე გადაუტანეს საუბარი და ამ მამაომ დაიწყო:

ბიბლიაში სწერიაო, ერთ ქალაქში ყველამ იმარხულა, ცხოველებიც კი ამარხულეს და ეს ქალაქი გადარჩაო 😄 მე რომ ხორცი და ღვინო ძალიან მიყვარს და ერთ კვირას არ დავლევ და არ შევჭამ, ამით ჩემს სამშობლოს ვუშველიო 😄 ყველა კორპუსში ერთი კარგი ადამიანი რომ ცხოვრობდეს გადარჩება, და თუ ცუდი – კიდევ დაინგრევაო 😄😄😄

მაგრამ პატრიარქთან დაახლოებულ ჩხარტიშვილზე ცოცხალი თავით მაინც არაფერი თქვა 😄

მორჩა, ხვალიდან ჩემი კატა მარხვაზე გადამყავს 😄 ვისაც არ გჯერათ, უყურეთ, მართლა ასე თქვა 😄”