ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდათბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„რვასართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე დაიწვა ერთი ოთახი, 20 კვ.მ. მეხანძრე-მაშველების დროულად და ოპერატიული რეაგირების შედეგად გადარჩენილ იქნა საცხოვრებელი ბინის დაახლობით 40- 50 კვ.მ. და არ მოხდა ხანძრის გავრცელება 3 ბინაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.