ვერაზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილი ავთანდილ ადუაშვილის ვაჟია, რომლის მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდებოდა

ვერაზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილი ავთანდილ ადუაშვილის ვაჟია, რომლის მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდებოდათბილისში, ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი პირი 30 წლის გიორგი ადუაშვილია. ეს უკანსკნელი 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის ვაჟია.
ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე იპოვეს.
ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს და უვადო პატიმრობაც მიუსაჯეს.

ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელიაა, რომელიც მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარია.
ადუაშვილები მკვლელობის დამკვეთად სწორედ პავლიაშვილს ასახელებდნენ. მეტიც, ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელია საკუთარ დის ქმარს, სოსო პავლიაშვილს, მკვლელობის ფინანსურ მხარდამჭერად ასახელებდა.
პავლიაშვილი ადუაშვილის დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.

ნიუპოსტი