ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა. მოურინიომ კონტრაქტი გააფორმა bein sports-თან და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის ერთ თამაშში 67 ათას ევროს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია ისიც რომ ჟოზე მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს არ წაიყვანს, რადგან ამ გუნდთან მან შეთანხმებას მიაღწია.
გარდა ამისა, მოურინიო საფეხბურთო ექსპერტიც იქნება. შეაგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედიდან 18 დეკემბერს დაითხოვეს ცუდი შედეგების გამო.

