ამინდი გაუარესდება

ამინდი გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინპტიკოსების ცნობით, 25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

თბილისში 22-24 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22 და 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.