აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:41 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისმაილის რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოშიც იგრძნობოდა.
ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
პრაიმ ტაიმი

