აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდააზერბაიჯანში, კელბაჯარსკის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანის ნაციონალური სეისმოლოგიური აკადემიის ცნობით ბიძგის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა – წერს trend -ი

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 11 კილომეტრის სიღრმეზე.

მიმდინარე წელს აზერბაიჯანში მიწისძვრა მეორედ მოხდა. 20 იანვარს ბიძგის სიმძლავრემ აქსუნის რაიონში 3,1 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრის სიღრმე კი 17 კილომეტრი იყო.