ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდა

ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდაბარსელონა ფორვარდის ძიებაშია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელები მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელით მარკუს რეშფორდით დაინტერესდნენ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად ითვლება.

რეშფორდს კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ჯერჯერობით მას ახალი კონტრაქტი მანჩესტერთან არ გაუფორმებია. ბარსელონას ეს ტრანსფერი მინიმუმ 70 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა სავარაუდოდ იუნაიტედი თავის ახალგაზრდა ფორვარდს იოლად არ დათმობს.