კვირას არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას თვითმფრინავი ოკეანის ფსკერის მიუვალ ადგილას აღმოაჩინეს, ხოლო ორშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია ერთ-ერთი სხეული, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ეს სალაა, თუ პილოტი დევიდ აიბოტსონი. უახლოეს დღეებში კიდევ გავრცელდება ინფორმაცია.
შეგახსენებთ რომ 21 იანვარს ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა რა დროსაც თვითმფრინავი წყობიდან გამოვიდა და გაუჩინარდა. თვითმფრინავს ორი კვირის მანძილზე ეძებდნენ და მხოლოდ 3 თებერვალს იპოვეს.

