ემილიანო სალას ცხედარი ლა მანშის სრუტეში იპოვეს

ემილიანო სალას ცხედარი ლა მანშის სრუტეში იპოვესლა მანშის სრუტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებში აღმოჩენილი ცხედარი ფეხბურთელ ემილიანო სალას ეკუთვნის. ამის შესახებ დორსეტის საგრაფოს პოლიცია იტყობინება. ცხედარი წყლიდან გუშინ ამოიტანეს, გვამის ამოცნობა შესაბამისი პროცედურებით მოხდა.
59 წლის მფრინავი დევიდ იბოტსონი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ავიაკატასტროფა 21 იანვარს მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა აუდოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა Whatsapp-ით , ვიდრე კერძო თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომარეობაზე საუბრობს.

“როგორ ხართ ძმებო? მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და იმდენი საქმე მაქვს, სულ საქმე და ეს არასოდეს მთავრდება” – ამბობს სალა ერთ-ერთ მესიჯში.

“ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა ვივარჯიშო ბიჭებო, ახალ კლუბში ვარ” – ეს მეორე შეტყობინებაა.

“ბიჭებო, ყველანი კარგად ხართ? თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, მაინც ვერ გვიპოვიან. უკვე მეშინია” – ეს კი მისი უკანასკნელი შეტყობინება აღმოჩნდა.

ნიუპოსტი