ექიმი – “მატარებელთან დაჯახებული მანქანის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”

ექიმი - "მატარებელთან დაჯახებული მანქანის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა"ბორჯომი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე, სოფელ ტეზერთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული 29 წლის მამაკაცი იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლია, რომელსაც სარკინიგზო გადასასვლელზე ბორჯომი-თბილისის მატარებელი დაეჯახა.

ექიმების განცხადებით, პანციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„შემოსულია პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით. მას აღენიშნება ესკორაციები, ჭრილობა სახეზე, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თავის ტვინის ტომოგრაფია, კისრის მალების ტომოგრაფია, კვლევები მკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ამ დროისთვის შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად გამოკვლევები გრძელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა.

ინტერპრესნიუსი