გიორგი კაპანაძე – “პრესა.ჯი-ს ტერაქტით ემუქრებიან”

გიორგი კაპანაძე - "პრესა.ჯი-ს ტერაქტით ემუქრებიან"პრესა.ჯი-ს “შარლი ებდოს” ანალოგიური თავდასხმით ემუქრებიან – მუქარის წერილი რედაქციის მეილზე მივიდა. საინფორმაციო პორტალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.

მუქარას გიორგი კაპანაძე მათ საქმიანობას – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციულ და ქონების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით დაწერილ სტატიებს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით presa.ge დღესვე აპირებს ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის საელჩოსაც.

“ჩვენ მივიღეთ მუქარის სემცველი წერილი, ამას ვერაფერს ვერ ვუკავშირებთ გარდა presa.ge-ს აქტიურობისა,-აცხადებს presa.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Inteal Affairs of Georgia სასწრაფოდ იპოვეთ და მიწიდან ამოიღეთ ეს არსება, რომელიც “შარლი ებდოს” მოწყობით გვემუქრება.

მივმართავ ხელისუფლების პირველ პირებს, მის არაფორმალურ მმართველს: თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩვენი მედია კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, პასუხს აგებთ პირადად და პერსონალურად.

“შარლი ებდოთი” კი არა, სულ რომ “ჯამალ ჰაშოღით” დაგვემუქროთ, მაინც წამოვწევთ თქვენს კორუფციულ თემებსა და ქონების მიტაცების ფაქტებს…

US Embassy Tbilisi, Georgia ვთხოვ ამერიკის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, დაინტერესდნენ ამ სახიფათო, სერიული მკვლელობის მუქარის ფაქტით.

P.S: ვინც არ იცის, მათთვის: 2015 წლის 7 იანვარს, ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს, “შარლი ებდოს“, შეიარაღებული ტერორისტები დაესხნენ თავს და 12 ადამიანი მოკლეს” – წერს გიორგი კაპანაძე ფეისბუქ გვერდზე.