25 თებერვალს, შვედეთის თასზე მე-8 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გიორგი ხარაიშვილის “გეტებორგსა” და “გაისს” შორის ჩაიშალა.
საქამე იმაშია, რომ 47-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გულშემატკივრებმა მოედანზე იმდენი პეტარდა ისროლეს, რომ იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა, ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს და თამაში აღარ განახლებულა.
ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
თურმე, ამ გუნდების დერბიში ეს პირველი შემთხვევა როდია – 2012 წელსაც მოხდა მსგავსი რამ და მაშინ გადათამაშება ცარიელ სტადიონზე მოხდა. ამჯერადაც ასე იქნება.
შეხვედრა დღეს განახლდება, სტადიონზე კი მაყურებლები არ დაიშვებიან.
სპორტალი