13 წლის გოგიტა ირემაძე, რომელიც ბიძამ, ვალერი ირემაძემ მოკლა, მკვლელობამდე 1 დღით ადრე დახმარებას ითხოვდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოზარდი ეზოში მყოფ მეზობლებს უყვებოდა, რომ ბიძამისი ბაბუას ფიზიკურად უსწორდებოდა.
რას აცხადებენ ის მამაკაცები რომლებიც ბინაში პირველები შევიდნენ, რა ვითარება დახვდათ სახლში და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას – ”ინფორუსთავი” მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს ესაუბრა.
“ფსიქიატრთან რო მივიყვანეთ ავუხსენით, ვიყავით მეგობრები, მეუღლე და ბიძამისი. გასაგებად უთხრეს, რომ პაციენტს მოლანდებები აწუხებდა, მოჩვენებები, ვიღაცეები ელაპარაკებოდნენ, რაღაც სქმები ჰქონდა, ვიღაცეების დაჩეხვა უნდოდა, რასაც უბრალოდ მოყვა ორ წუთიანი დალაპარაკება, შეიყვანა ოთახში ორი წუთის განმავლობაში რაღაცას ელაპარაკებოდა, გამოვიდა და ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი იყო სრულიად ჯანმრთელი და ადექვატური.
მაინტერესებს, ფსიქიატრმა ორ წუთში როგორ უნდა გაიგოს, სრულიად შეშლილი ადამიანი არის ჯანმრთელი როცა მან ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, მაინტერესებს, რატომ არ ჩაუტარეს მას რაიმე სახის პროცედურა, ამაზე ვითხოვთ პასუხს, მივიყვანეთ და უკან გამოგვატანეს. ფსიქიატრიულშიც და ნარკოლოგიურიც თანხა მოგვთხოვეს და ამაზე პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც ეგონათ, რომ იყო ადეკვატური და სრულიად ჯანმრთელი, რომელმაც 14 ჭრილობა მიაყენა ბავშვს და სადისტურად აწამა საკუთარ აბაზანაში, საკუთარ სისხლში აბანავა და მოკლა მისივე გაზრდილი დისშვილი”, – განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქემ თავად თქვა მკურნალობაზე უარი, ამავდროულად მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქოზი და გარშემომყოფებისთვის საშიში, მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა.