გორში ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება მაღალია

გორში ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება მაღალიაგორის 13 საბავშვო ბაღში გამაცხელებბლები ე.წ კალონკები შეიცვლება. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღებში გაზის ნამწვის დაგროვების საშიშროება არსებობს.

შენობებში შიდა წვის მქონე მოძველებული წყლის გამაცხელებლებია, რომლებსაც შესაბამისი სტანდარტების მქონე ტექნიკით, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაანაცვლებენ.

“შემოწმება პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა,აღმოჩნდა რომ გორში არსებული 18 ბაღიდან 13 ში გაზის ნამწვის დაგროვების საფრთხე მაღალია,ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ გამაცხელებლები.სამუშაოები დღეს დილით დაიწყო “,- განაცხადა “პრაიმტაიმთან” საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა.

პრაიმ ტაიმი