გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ოთახი -10კვ.მ დაიწვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კვირა