გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა

გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძრის შედეგად მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა. ცეცხლი სამსახურში მისულმა დამლაგებელმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ოთახში არსებული საკანცელარიო მასალა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

გურჯაანის მერიაში ხანძრის გამო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.

რუსთავი 2