ირანის საგარეო მინისტრი ჯავად ზარიფი გადადგა

ირანის საგარეო მინისტრი ჯავად ზარიფი გადადგაირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მოულოდნელი განცხადება მუჰამედ ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით გააკეთა. მან საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს დაშვებული ხარვეზებისთვის ბოდიში მოიხადა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება ირანის მთავარმა დიპლომატმა. ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანსა და სხვა სახელმწიფოებს შორის შეთანხმების მიღწევაში. ირანის პრეზიდენტმა მისი გადადგომის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა.

რუსთავი 2