ისკო: ”რეალში თავის გამოჩენის საშუალებას არ მაძლევენ”

ისკო: ”რეალში თავის გამოჩენის საშუალებას არ მაძლევენ”მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ისკომ დუმილი დაარღვია და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა. ისკოს თქმით მას არ აძლევენ საშუალებას თავი გამოიჩინოს და უსამართლოდ ექცევიან:

”სხვა ფეხბურთელებს ასე არ ექცევიან, მე კიდევ შანსს არ მაძლევენ. მოვიდა დრო რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო. თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ რეალიდან წავალ”–განაცხადა ისკომ.

ისკოს ყიდვა ბევრ კლუბს სურს, განსაკუთრებით ეს მანჩესტერ სიტის და იუვენტუსს ეხება, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობს.