იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”ლივერპულმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხება ვერ შეძლო და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. ლივერპული მანჩესტერ სიტის მხოლოდ ერთი ქული უსწრებს და წინ კიდევ 11 შეხვედრაა. მატჩის შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სალაჰს უკეთ უნდა ეთამაშა, თუმცა მის წინააღმდეგ მცველები კარგად მოქმედებდნენ:

”სალაჰს უფრო მეტი შეუძლია, მაგრამ მე არ მინდა მას საყვედური ვუთხრა, რადგან მეტოქე გუნდის მცველები შესანიშნავად მოქმედებდნენ და მათ თითქმის არ მოგვცეს გოლის გატანის შანსი”–განაცხადა კლოპმა.