იურგენ კლოპი: ”ტრავმები ჩვენს თამაშზე ცუდად აისახა”

იურგენ კლოპი: ”ტრავმები ჩვენს თამაშზე ცუდად აისახა”ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო, ამჯერად კლოპის შეგირდებმა ვესტ ჰემის დამარცხება ვერ შეძლეს. შეხვედრა 1:1 დასრულდა და ლივერპული მანჩესტერ სიტის მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლივერპულის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ტრავმა აქვს და ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს: ” არ ვიცი თუ როდის დაბრუნდებიან ჰენდერსონი და ვეინალდუმი, თუმცა ჯობია რომ ეს მალე მოხდეს. ტრავმები ჩვენს თამაშზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ და მინდა, რომ ეს დასრულდეს”–განაცხადა კლოპმა.