კეპა არისაბალაგა: ”სარის დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა”

კეპა არისაბალაგა: ”სარის დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა”ჩელსის და მანჩესტერ სიტის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი მთელმა საფეხბურთო სამყარომ ნახა, როდესაც ჩელსის მეკარემ კეპა არისაბალაგამ მოედნიდან გასვლაზე უარი თქვა, რამაც მაურიციო სარი წყობიდან გამოიყვანა. მატჩის შემდეგ კეპამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის სარის მიმართ მხოლოდ პატივისცემით არის განწყობილი და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა:

”სარის ეგონა, რომ ტრავმა მქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ჩემი შეცვლა. მე მას ხელით ვანიშნე, რომ თამაშს გავაგრძელებდი და ტრავმა არ მაწუხებდა. სარის დიდ პატივს ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა”–განაცხადა კეპამ. საბოლოოდ ჩელსი სიტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.