ხანძარი წალენჯიხაში – დაიღუპა 95 წლის კაცი

ხანძარი წალენჯიხაში - დაიღუპა 95 წლის კაციწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძარს 95 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა მურღულიამ განუცხადა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა.