თბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.
დაღუპულია 19 და 20 წლის ახალგაზრდები გოგო და ბიჭი, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძეა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშიდანაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ნიუპოსტი

