ესპანეთის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 6 თებერვალს კამპ ნოუზე გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი კი 27 თებერვალს შედგება.
ბარსა და რეალი ადრე საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ესპანეთის თასზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ეს მათი პირველი შეხვედრაა ამ ტურნირზე. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბეტისი და ვალენსია დაუპირისპირდებიან კოპა დელ რეის ფინალი კი მაისში გაიმართება.

