მაურისიო სარი: ”მე და კეპამ ყველაფერი გავარკვიეთ”

მაურისიო სარი: ”მე და კეპამ ყველაფერი გავარკვიეთ”ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კეპა არასაბალაგასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ ერთმანეთთან ყველაფერი გაარკვიეს. სარის თქმით კეპა მართალი იყო, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას მაინც უნდა დამორჩილებოდა:

”მე და კეპამ დიდხანს ვისაუბრეთ ამ თემაზე და ეს ინციდენტი ამოიწურა. იმ ეპიზოდში ის მართალი იყო, მაგრამ ჩელს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და ამან გამაბრაზა. მომავალში ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას”–განაცხადა სარიმ.

ჩელსიმ კეპა ფულადი ჯარიმით დასაჯა.