მედელინში პაბლო ესკობარის 8 სართულიანი სახლი დაანგრიეს – ვიდეო

მედელინში პაბლო ესკობარის 8 სართულიანი სახლი დაანგრიეს - ვიდეოკოლუმბიის ქალაქ მედელინში პაბლო ესკობარის ერთ-ერთი ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მის ადგილზე ნარკომოვაჭრის მსხვერპლთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს.

„მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8-სართულიანი სახლი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ დაანგრიეს. შენობის ნგრევის პროცესს თვალს ესკობარის მსხვერპლთა ოჯახის წევრები და ნათესავები ადევნებდნენ.

პაბლო ესკობარი აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში. 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.

თავისი საქმიანობის დიდების ხანაში ის მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო და მის მიერ აშენებულ Hacienda Nápoles-ში ცხოვრობდა.

პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

იმედინიუსი