ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოება ავრცელებს.
წლის აღმოჩენის სექციაში გიორგი შველიძეს ორი კონკურენტი ჰყავდა. ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ გამარჯვებული 9 თებერვალს, ღამით გამოავლინა.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“ არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია.
რუსთავი 2