რატომ გაჩხრიკეს ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა

რატომ გაჩხრიკეს ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ხაშურთან ჟურნალისტების ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რის მიზეზადაც მეგობრისთვის თანხის გადაცემას ასახელებდა.

ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, მძღოლი გზაში პერმანენტულად ესაუბრებოდა მათთვის უცნობ პირს (მძღოლის თქმით მეგობარს რომლის ვალიც ჰქონდა) და გადაადგილების კოორდინატებს აწვდიდა, ხაშურის შესასვლელთან კი ავტომობილი გააჩერა. თვითმხილველის აზრით, სავარაუდოდ, სამართალდამცველების დაეჭვება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიცია იმ მომენტში სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოებს ატარებდა.

პრაიმ ტაიმი