რუსთავში პოლიციელი გარდაიცვალა.
შსს-ს თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით XVII მიკრორაიონში, ერთერთ რესტორანში ჩხუბის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ჩხუბის მონაწილეებს პოლიციელები აშველებდნენ, რომლის დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცავი, 37 წლის მანუჩარ მაჩაიძე მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა.
პოლიციელი მალევე “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

