სალომე ზურაბიშვილი – “ივანიშვილს ჩემს პოლიტიკაზე არავითარი გავლენა არ აქვს” – ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილს ჩემს პოლიტიკაზე არავითარი გავლენა არ აქვს" - ვიდეოსალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია France24-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიაზე, მასში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე, საქართველოს ნატოსადმი სწრაფვასა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ აქვს. „მმართველმა პარტიამ გააკეთა არჩევანი, მხარი დაეჭირა ჩემთვის, როდესაც კამპანია უკვე მიმდინარეობდა და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი. მე არ მქონია რაიმე წინასწარი კონსულტაციები ან წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებდი პრეზიდენტის თანამდებობაზე. რეალობა აჩვენებს, რამდენად დამოუკიდებელი ვარ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში ოკუპირებულ ტერიტორიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უდიდესი ტრაგედია იყო ის ფაქტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა.

ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მისცემს.

იმედინიუსი